ექსპერტი ვანო მაჭავარიანი "ედისონ რისერჩის" კვლევებს ეხმაურება. მაჭავარიანი გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეეცდება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახით ერთგვარი "საფრთხობელა" შექმნას და მოსახლეობა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებით შეაშინოს. ამასთან, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს ტაქტიკა "ქართულმა ოცნებამ" უკვე გამოიყენა, თუმცა მოსახლეობაზე გავლენას ის აღარ იქონიებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს რადიკალიზმი იქნებოდა „ქართული ოცნებიდან“. ჭიქაში ქარიშხლის შექმნას ცდილობენ. უნდათ, რომ ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წამოაგონ პროვოკაციას. უნდათ მოიფიქრონ ასეთი „მიშა მოდის საფრთხობელა". მაგრამ ეს როგორც ჩანს აღარ იმუშავებს, თუმცა მაინც გამოიყენებენ ამას. თუმცა, კვლევებს რომ გადავხედოთ, „მიშა მოდის საფრთხობელა" და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის ის სტაგნაცია, რომელიც შეიმჩნევა, რადგან ცხოვრება არ გაუმჯობესდება. კვლევებში ისევ ჩანს არსებული სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და სიღარიბე. ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო ამ პრობლემების მოგვარება. ივანიშვილმა თქვა, რომ მას ჰქონდა ფორმულა, როგორ უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.